გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფინალში გენო პეტრიაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთან, დენ გეიბლ სტივსონთან დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 8:9 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ 21 წლის ამერიკელმა მეოთხედფინალში მოქმედი ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა.

საწყის შეხვედრაში პეტრიაშვილმა ეგვიპტელი დიაელდინ კამალ გოუდა აბდელმოტალები 11:0 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ჩინელ ჟივეი დენგს ანგარიშით 5:2 სძლია.

შეგახსენებთ, ეს პეტრიაშვილის მეორე ოლიმპიური მედალია - 2016 წელს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა მოჭიდავემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამ წუთისთვის საქართველოს ნაკრები მიმდინარე ოლიმპიადაზე 8 მედლით (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) საერთო გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილს იკავებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს