მოლდოვის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა. როგორც მედია წერს, პარლამენტმა დაამტკიცა პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ წარდგენილი მთავრობა 61 ხმით მოლდოვას 101-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში. მთავრობას ახალი პრემიერ -მინისტრი ნატალია გავრილიტა გაუძღვება, რომელიც პროფესიით ეკონომისტია.

”დღევანდელ მთავრობას აქვს უკიდურესად მნიშვნელოვანი მისია”,-თქვა 43 წლის პრემიერმა გავრილიტამ და დასძინა: "ხალხს დაანახოს, რომ მოლდოვას რესპუბლიკას მართავენ პატიოსანი ადამიანები, კეთილგანწყობილი ადამიანები”.

ინფორმაციისთვის, ახალი მთავრობა მას შემდეგ წარადგინეს, რაც სანდუს მიერ დაფუძნებულმა პროდასავლურმა და მემარჯვენე პარტიამ „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ ივლისში ვადამდელ არჩევნებში გაიმარჯვა.

პარტია, დაპირდა მოსახლეობას უფრო მჭიდრო კავშირებს ევროკავშირთან რუსეთის ნაცვლად და რომ გაასუფთავებდა ქვეყანას კორუფციისგან.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება