კახა კუჭავა - ოკუპაცია არის დროებითი და მალე დავასრულებთ - რუსეთი არის აგრესორი

ოკუპაცია არის დროებითი და ამას მალე დავასრულებთ - რუსეთი არის აგრესორი და რუსეთის აგრესია აუცილებლად დასრულდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, 8 აგვისტო არის დღე, როდესაც გმირებს პატივს მიაგებენ და დღევანდელი დღე მთელი საქართველოსთვის ძალიან მძიმე დღე არის.

"13 წლის წინ დაიწყო სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ამის შემდეგ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. რთული სანახავია, როდესაც მოვდივართ სასაფლაოზე და ჩვენი გმირების ოჯახებს ვხედავთ, მათ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს და რთულია გაიზიარო როგორც თვითონ იზიარებენ ამ წუხილს. თუმცა ფაქტი ერთია - ეს ადამიანები არიან გმირები და სამუდამოდ დატოვეს სახელი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ოკუპაცია არის დროებითი და ამას ყველა ხვდება და ამას მალე დავასრულებთ.

შევთანხმდეთ ერთ რამეზე, 7 აგვისტო, 8 აგვისტო, ომი გაცილებით ადრე დაიწყო და ეს დაიწყო რუსეთმა. კარგად მახსოვს 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ ყოველ წელს ხდებოდა 8 აგვისტოს ამის აღნიშვნა, მათ შორის ჩვენი ოპონენტების მხრიდან და გასაკვირია რატომ საუბრობენ 6-ზე ან 7-ზე ან ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ამას. 8 აგვისტო არის დღე, როდესაც მივდივართ და პატივს მივაგებთ გმირებს. ომი დაიწყო ადრე, ეს დაიწყო რუსეთმა. რუსეთი არის აგრესორი და რუსეთის აგრესია აუცილებლად დასრულდება ძალიან მალე და ამას ებრძვის არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო. ეს რეალობაა, რომლის წინაშეც ვართ და ჩვენი მომავალი თაობა გაერთიანებულ საქართველოში იცხოვრებს" , - განაცხადა კუჭავამ.

კახა კუჭავამ ასევე უპასუხა კითხვას, რა კეთდება ომში დაღუპული ჯარისკაცების ახლობლების დასახმარებლად. როგორც კუჭავამ აღნიშნა, ყველა მოწადინებული უნდა იყოს, რათა აღნიშნულ ოჯახებს მეტად დაეხმარონ.

„შესაბამისი სამინისტრო და არა მხოლოდ სამინისტრო მთელი მთავრობა ზრუნავს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად მხარში დავუდგეთ ამ ოჯახებს. არაერთი პროგრამა მოგვისმენია. რა თქმა უნდა, არ ჩამოვთვლი, ეს არ არის ის ადგილი, სადაც უნდა ვიტრაბახოთ. ყველა მოწადინებული უნდა ვიყოთ, რომ მეტი გავაკეთოთ ამ ოჯახებისთვის. ბევრი პროგრამაა და ნამდვილად არ ხდება და არც მოხდება არავის დავიწყება“, - განაცხადა კუჭავამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში