ეკატერინე ტიკარაძე - ეპიდსიტუაციის ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს

დღესდღეობით ეპიდსიტუაციის ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრმა გუშინ გამოცხადებულ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ყველა მათგანი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ხშირად ადამიანების ქცევის სამართავად მხოლოდ ფინანსური ჯარიმები ეფექტური არ არის.

„ჩვენ მოდელირებები გავაკეთეთ წინა პერიოდში და დღესდღეობით ეპიდსიტუაციის ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს. ძალიან მინდა, რომ ეს ასე არ გაგრძელდეს და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვმართოთ ინფექცია. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ დაწყებული პირველი ტალღიდან ჩვენ ყოველთვის გვქონდა კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ტიპის რეგულაცია არის უფრო ეფექტური, უფრო საჭირო, ან უფრო გონივრული და დროული. ვიტყვი შემდეგს, რომ ნებისმიერი რეგულაცია დღეს არის მნიშვნელოვანი, თუმცა რეგულაციების დაწესების მიღმა ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ჩემთვის როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისთვის და არამხოლოდ მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია ამ რეგულაციების ხარისხობრივად აღსრულება, თუ ეს რეგულაციები ხარისხობრივად აღსრულდება, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ გარკვეულწილად შევაკავოთ ინფექცია, ეს არ იქნება 80 და 90%-იანი ეფექტი, თუმცა ამას შეიძლება ქონდეს დაახლოებით, 20%-იანი ეფექტი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შევამციროთ ინფექციის გავრცელების სიჩქარე. გუშინ გამოცხადებული ყველა რეგულაცია არის მნიშვნელოვანი რომ აღსრულდეს იმ ზედმიწევნითი სიზუსტით, რომელიც დადგენილებაში იქნება გაწერილი. ჩემი დასავლური პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად ვაწყდები ხოლმე, თუ რა არის ეფექტური და რა არ არის და ძალიან ხშირ შემთხვევაში ადამიანების ქცევის სამართავად მხოლოდ ფინანსური ჯარიმები ეფექტური არ არის, სწორედ ამიტომ ხშირად ვიყენებ სიტყვებს „კეთილსინდისიერება“ და „კეთილგონიერება“, რომელიც არცერთ წიგნში წერია და არანაირი ფინანსური ჯარიმით მისი მოპოვება არ შეიძლება. კიდევ ერთხელ ძალიან ვთხოვ მოქალაქეებს, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, ყველაფერი ეს კი აუცილებლად აისახება სახელმწიფოს იმ დადებით დინამიკაზე, რომელიც დღეს გვესაჭიროება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა