ირაკლი ღარიბაშვილი - ასეთ უმძიმეს პროვოკაციას, რომ ვერ ააცილებ ქვეყანას და შემოაბრუნებ რუსულ ჯარს,  ეს არის ქვეყნის და ხალხის ღალატი

ჩვენი ტრაგედიაა ის, რომ 2008 წლის აგვისტოში ერთის მხრივ, ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს მოსახლეობას და ჩვენს ხალხს, მსოფლიოს, თუ როგორ უნდა შეეჭიდო ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიას მსოფლიოში, რუსეთის არმიას, თავი გაწირო შენი ქვეყნისა და ხალხისთვის და ამ დროს ტრაგედიაა და სირცხვილია ჩვენი, იმავე დღეს, 11 აგვისტოს, 13 წლის წინ, იმ დროინდელმა პრეზიდენტად წოდებულმა მთავარსარდალმა გვაჩვენა სიმხდალის არნახული მაგალითი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში, წალკის მერობის კანდიდატის, ილია საბაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია და უბედურება - აგვისტოს ომი, რომლის შედეგადაც დაიკარგა ტერიტორიების 20%.

„ჩვენი ტრაგედიაა ასევე ის, რომ 2008 წლის აგვისტოში ერთის მხრივ, ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს მოსახლეობას და ჩვენს ხალხს, მსოფლიოს, თუ როგორ უნდა შეეჭიდო ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიას მსოფლიოში, რუსეთის არმიას, თავი გაწირო შენი ქვეყნისა და ხალხისთვის და ამ დროს ტრაგედიაა და სირცხვილია ჩვენი, იმავე დღეს, 11 აგვისტოს, 13 წლის წინ, იმ დროინდელმა პრეზიდენტად წოდებულმა მთავარსარდალმა გვაჩვენა სიმხდალის არნახული მაგალითი. ბრძოლის ველიდან გაქცეული და მიწაზე გართხმული მთავარსარდალი. ეს არის ჩვენი ტრაგედია, ეს არის ჩვენი ეროვნული ტკივილი. მაგრამ ეს იყო რეალობა, რეალობა ისაა, რომ ასეთი მხდალი, ლაჩარი ადამიანი მართავდა ჩვენს ქვეყანას. შემთხვევით არაფერი ხდება. სწორედ მის დროს მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია და უბედურება - აგვისტოს ომი, რომლის შედეგადაც ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიების 20%. 2007 წელს რუსეთის ბოლო ქვედანაყოფმა, ჯარმა დატოვა საქართველო რამდენიმე თვეში ასეთი უგუნური ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის და ღალატის შედეგად, ასეთ უმძიმეს პროვოკაციას რომ ვერ ააცილებ საკუთარ ქვეყანას და შემოაბრუნებ რუსულ ჯარს საქართველოში, ეს არის ქვეყნის და ხალხის ღალატი. მაშინ, როდესაც უნდა აჩვენო როგორც ლიდერმა თავდადების და ერთგულების მაგალითი, გვაჩვენა სიმხდალის და ლაჩრობის ბოლო მაგალითი და მიწაზე გართხმული იმ დროინდელი პრეზიდენტის ფოტოებით აჭრელდა მთელი მსოფლიო. სამწუხაროდ, ისევ გვიწევს ამ რეალობასთან ჭიდილი, მაგრამ ჩვენი ხალხი ბრძენია და იღებს სწორ გადაწყვეტილებას.

ხალხმა იცის, ვინ ლაპარაკობს სიმართლეს და ვინ ტყუილს. გარკვეული პერიოდი შეიძლება შეაცდინო შენი მოსახლეობა, რაც ჩვენ გამოვცადეთ, მაგრამ, „არაფერია დაფარული, რაიცა არა გაცხადდეს“. არაფერი არ იმალება ქვეყანაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია