ანონსი 12 აგვისტო

12 აგვისტოს, 10:30 საათზე, "ევროპული საქართველოს" ოფისში ვახტანგ კალოიანი ბრიფინგს გამართავს.
თემა: კორონავირუსი
მის: ბარნოვის 40
საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08
12 აგვისტოს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
12 აგვისტოს, 11:30 საათზე, ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ფეხმძიმე კოვიდპაციენტების გარდაცვალება; კლინიკების გადატვირთულობა; სავალე ჰოსპიტალებისთვის მზადება.
მის: ერწოს ქუჩა 11 (მეტრო ღრმაღელესთან)
საკონტაქტო: 599726565
12 აგვისტოს, 12:00 საათზე, სემეკი საჯარო სხდომაზე სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევის გამო შპს "თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის" (თელმიკო) დაჯარიმების , ასევე სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო სს "თელასისა" და შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" დაჯარიმების შესახებ იმსჯელებს .
მის: ა.მიცკევიჩის 19
12 აგვისტოს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას 7
12 აგვისტოს, 14:00 საათზე, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი პარტიის ცენტრალურ ოფისში გელათის თემაზე ბრიფინგს გამართავს
მის: სადგურის მოედანი 2
14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, მასშტაბური სპეცოპერაციის შესახებ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის ბრიფინგი გაიმართება.
მისამართი: გულუას ქ. N 10, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა.
12 აგვისტოს, 15:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გართულებულ ეპიდვითარებასა და მის საპასუხოდ გადადგმულ კომპლექსურ ნაბიჯებზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს გაფართოებულ სამუშაო ფორმატში შეხვდება.
მის: აჭარის მთავრობის სახლი
საკონტაქტო: სოფო ჭუმბურიძე - 599 12 00 09
12 აგვისტოს, 17:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტების კლინიკური მართვის საკითხზე ჯგუფის წევრებს შეხვდება და ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნობა.
მის: ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. #2 ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო
საკონტაქტო: სოფო ჭუმბურიძე -599 12 00 09
12 აგვისტოს, 20:00 საათზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე დიდგორის მემორიალთან დიდგორის ძლევამოსილი ბრძოლიდან 900 წლის იუბილესთან დაკავშირებით თეატრალიზებული ღონისძიება გაიმართება.

























