ნიკოლოზ სამხარაძე NDI-ის კვლევის შედეგებზე - არ მგონია, საქართველოს მოსახლეობის ნახევარი იყოს, ვინც აცრაზე უარს ამბობს,  მგონი, ციფრი ცოტა გაბერილია

არ მგონია, საქართველოს მოსახლეობის ნახევარი იყოს, ვინც აცრაზე უარს ამბობს - მგონი, ციფრი ცოტა გაბერილია, - ასე აფასებს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე აცრასთან დაკავშირებით NDI-ის კვლევის შედეგებს.

“ამის მიუხედავად მთელ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა იმისთვის, რომ გადავარჩინოთ მშობლები, მეგობრები, ახლობლები და ნათესავები სიკვდილისგან. კვლევებით დადასტურებულია, რომ ვაქცინირებულ ადამიანებში სიკვდილიანობის შემთხვევა არის უკიდურესად დაბალი“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრებოდა, ხოლო 35% აიცრებოდა. გამოკითხულთა 7% აცხადებს, რომ უკვე აიცრა, 11% კი აცხადებს, რომ არ იცის. რაც შეეხება კითხვას, რატომ არ აიცრებოდით, გამოკითხულთა 47% აცხადებს, რომ არ ენდობა კორონავირუსის ვაქცინის ხარისხს, 20% აცხადებს, რომ ვერ აიცრება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზის გამო, 13% აცხადებს, რომ ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდებიან კორონავირუსის პანდემიას, გამოკითხულთა 7% აცხადებს, რომ ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს, 2% აცხადებს, რომ ზოგადად ვაქცინაციის წინააღმდეგია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა