ჯანდაცვის მინისტრი - გუშინ მიღებული გადაწყვეტილებებით, ჩვენი მოლოდინია, რომ ორი კვირის მანძილზე შევძლებთ და დავასტაბილურებთ ინფექციის გავრცელების რაოდენობას

ქვეყანაში სტაბილურად მძიმედ ნარჩუნდება ეპიდსიტუაცია - გუშინ მიღებული გადაწყვეტილებებით ჩვენი მოლოდინი არის, რომ ორი კვირის მანძილზე შევძლებთ და დავასტაბილურებთ ინფექციის გავრცელების რაოდენობას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პაციენტებმა საჭირო სამედიცინო დახმარება მიიღონ.

„დღესდღეობით გვყავს, 50 ათასზე მეტი ინფიცირებული, აქტიური „ქეისი“. დღეს დაფიქსირებული რიცხვი კვლავ ნარჩუნდება მაღალი, თუმცა გუშინ მიღებული გადაწყვეტილებებით ჩვენი მოლოდინი არის, რომ ორი კვირის მანძილზე შევძლებთ და დავასტაბილურებთ ინფექციის გავრცელების რაოდენობას. საწოლფონდს რაც შეეხება და კლინიკების მობილიზაციას, ჩვენ ყოველდღიურად უწყვეტად ვმუშაობთ და საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურს ეძლევა საშუალება, რომ ყველა პაციენტი, რომელიც არის კრიტიკული, გადაყვანილი იქნას ჰოსპიტალურ მომსახურეობის წერტილებში, რათა არცერთ პაციენტს არ შეექმნას რისკი იმის, რომ ვერ მიიღოს ის საჭირო სამედიცინო დახმარება, რომელოც კონკრეტულ მომენტში ესაჭიროება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლა მთავარია დროული გადაწყვეტილების მიღება და ნებისმიერი ვაქცინით აცრა.

„ჩვენთვის მთავარი არის, რომ მოქალაქეების გადაწყვეტილება იყოს მიღებული და მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის უფლება ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, მე კვლავ ვრჩები იმ გადაწყვეტილებაზე, რომ მთავარია გავიკეთოთ ნებისმიერი ვაქცინა და მივიღოთ დროული გადაწყვეტილება, ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა იქნება, რომ საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა და არჩევანი ყველა იმ ვაქცინაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს და დღეს ქვეყანაში ნამდვილად გვაქვს ფართო ხელმისაწვდომობა, ყველა ვაქცინაზე და ვაქცინის რაოდენობა არის საკმარისი", - აღნიშნა მან.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს