იაპონიაში წყალდიდობის რისკის გამო განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული

იაპონიის მთავრობამ ჰიროშიმას პრეფექტურაში ძლიერი წვიმის გამო განგაშის უმაღლესი, მე-5, დონე გამოაცხადა.

მედიის ინფორმაციით, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება წყალდიდობისა და სხვა სტიქიების რისკის არსებობის გამო მიიღო.

მანამდე იაპონიის მთავრობამ მოსალოდნელი წყალდიდობისა და მეწყერის გამო ნაგასაკსა და კიუსიუს სხვა ნაწილებში მცხოვრებ ასობით ათასს მოქალაქეს ევაკუაციის რეკომენდაცია მისცა.

შექმნილი მდგომარეობის გამო იაპონიის მთავრობამ სტიქიასთან ბრძოლის ცენტრი გახსნა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს პროგნოზით, გადაუღებელი წვიმა იაპონიაში, სავარაუდოდ, კიდევ ერთ კვირას გაგრძელდება.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა