ანონსი 14 აგვისტო

ანონსი  14 აგვისტო

14 აგვისტოს, 10:45 საათზე, „ქართული ოცნება“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს ზურაბ უტიაშვილს წარადგენს

მის: გურჯაანი, ახტალას პარკი

14 აგვისტოს, 11:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: პრესკონფერენცია ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობის შესახებ.

მის: აკაკი გახოკიძის 11ა, (თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი)

საკონტაქტო: თამთა ჩხაიძე - 598100228

14 აგვისტოს, 12:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ბათუმისა და ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს მაღალი გამავლობის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადასცემს.

მის: ალექსანდრე პუშკინის ქ. #154, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი;

საკონტაქტო: სოფო ჭუმბურიძე - 599 12 00 09

14 აგვისტოს, 12:00 საათზე, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად ანა დოლიძეს წარადგანს.

მის: ალ.ყაზბეგის 13 (სტადიონი)

საკონტაქტო:599437403

14 აგვისტოს, 12.00 საათზე, „ქართული ოცნების“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მალხაზ ბეგიაშვილის წარდგენა გაიმართება.

მის: სიღნაღი, ქეთევან წამებულის ქუჩის მონაკვეთი, ახალი ბულვარი

14 აგვისტოს, 14.00 საათზე, მმართველი პარტია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს ნიკოლოზ ჯანიაშვილს წარადგენს.

მის: მირზაანი, ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი

14 აგვისტოს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულ ნეშტს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

14 აგვისტოს, 16.00 საათზე, „ქართუოლი ოცნების“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის ავთანდილ გულიკაშვილის წარდგენა გაიმართება.

მის: საგარეჯო, ჩაილურის ციხე