მედიის ინფორმაციით, სასტუმროს დაცვის თანამშრომლის ცემისთვის ქართველი პარალიმპიელის წინააღმდეგ იაპონიის პოლიციაში საქმე აღიძრა

ქართველ პარალიმპიელზე, რომელსაც ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებში უნდა მიეღო მონაწილეობა, იაპონიის პოლიციაში საქმე აღიძრა. იაპონური მედიის ინფორმაციით, 12 აგვისტოს ქართველი პარალიმპიელი ძიუდოისტი, 34 წლის ზვიად გოგოჭური სასტუმროს დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც ირკვევა, საქართველოს პარალიმპიური ნაკრების ერთ-ერთ წევრს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა, რის გამოც ქართველი პარაძიუდოსტები ჰანედას აეროპორტის სიახლოვეს მდებარე სასტუმროში, კარანტინტში მოათავსეს. მედიის ინფორმაციით, ქართველ პარასპორტსმენებს სასტუმროს დაცვის თანამშრომელმა შენიშნვა ხმაურის გამო მისცა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. იაპონური წყარო იუწყება, რომ დაცვის თანამშრომელს დაცემისგან ნეკნი აქვს გატეხელი. მათივე ცნობით, პოლიციასთან დაკითხვისას ქართველმა სპორტსმენმა აღიარა, რომ ის და მისი თანაგუნდელები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, დეპუტატი რატი იონათამიშვილის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სპორტსმენი პარალიმპიადაზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებს და იაპონურ მხარესთან მის ექსტრადაციაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მისივე თქმით, მსგავსი პრეცედენტები ჩრდილს აყენებს პარალიმპიურ მოძრაობასა და მის იდეას.

„მოხდა ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტი. ჩვენ ვემიჯნებით ძალადობის ნებისმიერ ფორმას და მსგავსი პრეცედენტები ჩრდილს აყენებს პარალიმპიურ მოძრაობასა და იდეას. ვიცი, რომ აღნიშნული პარასპორტსმენიც, რომელიც არის ძალიან ტიტულოვანი და სახელოვანი, იზიარებს ჩადენილ ქმედებას და ნანობს. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს პარალიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტთან, ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეს სპორტსმენი ვეღარ მიიღებს მონაწილეობას პარალიმპიადაზე, მის დისციპლინარულ საკითხზე კი ვიმსჯელებთ მას შემდეგ, რაც დელეგაცია დაბრუნდება საქართველოში.

მინდა აღვნიშნო, რომ ტოკიოს მხარე ჩვენ დაგვხვდა ძალიან სტუმართმოყვარედ და გულთბილად, ამის ფონზე განსაკუთრებით მძიმეა ის სამწუხარო ფაქტი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, საკარანტინე სივრცეში ჰქონდა ადგილი. ამ ეტაპზე, განიხილება მისი ექსტრადაციის საკითხი და ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი დასრულდება უმტკივნეულოდ. ჩვენც და ჩვენი საელჩოც აქტიურად არის ჩართული, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს. სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელს აღმოაჩნდა ტოკიოში წასვლის შემდეგ კოვიდ-19, დელეგაციის არც ერთ სხვა წევრს არ აღმოაჩნდა ინფექცია. ტოკიოს მხარე დათანხმდა, რომ 17 აგვისტოს ჩვენი მხარე შევიდეს პარალიმპიურ სოფელში, სადაც აღიმართება საქართველოს დროშა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი სახელოვანი პარასპორტსმენები არაერთხელ ააჟღერებენ საქართველოს ჰიმნს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, გოგოჭური 2016 წლის რიოს პარალიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. იაპონიის დედაქალაქში პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბერს დასრულდება. თამაშებზე მედლებისთვის საქართველოს ნაკრების 14 პარასპორტსმენი, სპორტის 6 სახეობაში იბრძოლებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა