ანონსი 17 აგვისტო

17 აგვისტოს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას 7
17 აგვისტოს, 11:00 საათზე, საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი საბურთალოს საოლქო კომისიაში სარეგისტრაციო ხელმოწერებს წარადგენს.
მის: ვაჟა-ფშაველას 32
საკონტაქტო: 599 22 46 68
17 აგვისტოს, 11:00 საათზე, პარტია „ანა-დოლიძე-ხალხისთვის“ თბილისის მერიასთან აქცია-პერფომანსს - „კახი, გამომიძახე ტაქსი“ გამართავს.
მის: ჟიული შარტავას 7
საკონტაქტო: 599347403
17 აგვისტოს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში დავით კირკიტაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
მის: კახეთის გზატკეცილი 45ა
17 აგვისტოს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში თამარ კორძაიას პრესკონფერენცია გაიმართება.
მის: ჭავჭავაძის 47
17 აგვისტოს, 11:30 საათზე, პროექტების და განვითარების მართვის ცენტრის დამფუძნებელი კობა ქათამაძე „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს.
თემა: სამშენებლო ბიზნესი ვაქცინაციის წამახალისებელ შეთავაზებას იწყებს. რა შეღავათებს მიიღებენ ვაქცინირებული ოჯახები სამშენებლო ბიზნესისგან.
მის: ერწოს ქუჩა 11 (მეტრო ღრმაღელესთან).
საკონტაქტო: 599 72 65 65
17 აგვისტოს, 12:00 საათზე, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის სასახლე, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).
17 აგვისტოს, 15:00 საათზე, „ქართული ოცნება“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატს, ზაზა დიასამიძეს წარადგენს.
მის: გონიოს ციხე
17 აგვისტოს, 17:30 საათზე, „ქართული ოცნება“ ქობულეთის მერობის კანდიდატს, ლევან ზოიძეს წარადგენს.
მის: პეტრას ციხე
17 აგვისტოს, 20:00 საათზე, „ქართული ოცნება“ ბათუმის მერობის კანდიდატს არჩილ ჩიქოვანს წარადგენს.
მის: ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორია

























