დავით უსუფაშვილი - არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს უკან დახევა იმ ძირითადი პრინციპული შეთანხმებისგან, რაც ეხება პროპორციულ არჩევნებს, ბარიერს და პროკურორის დანიშვნის წესს

არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს უკან დახევა იმ ძირითადი პრინციპული შეთანხმებისგან, რაც ეხება პროპორციულ არჩევნებს, ბარიერს და პროკურორის დანიშვნის წესს, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ცვლილებები შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია და აღნიშნა, რომ ერთადერთი დოკუმენტი დარჩა, რომელსაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთდროულად მხარს უჭერს.

„ახლა მნიშვნელოვანია ეს მხარდაჭერა ყველას მხრიდან იყო გულწრფელი და არა ტაქტიკური. ტაქტიკური იქნება თუ ვინმე, მათ შორის პირველ რიგში მმართველი პარტია, რაიმე მიზეზებით პროექტის ტექსტის რევიზიას შეეცდება, რასაც შესაძლოა, ოპოზიცია არ დაეთანხმოს და მერე ოპოზიციას დაბრალდეს ცვლილებების ჩაგდება. ჩვენ ამ შეთანხმების ბოლომდე მიყვანა უნდა მოვახერხოთ, რათა შევქმნათ საფუძველი შემდგომი ნაბიჯებისთვის. პარადოქსულ ვითარებაში ვართ, ერთის მხრივ „ნაციონალურმა მოძრაობამ" ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ განაცხადა, რომ ხმას მისცემს. მათი ხმები გვჭირდება ამ ცვლილებების გასატანად, ამიტომ ტექსტთან დაკავშირებით მათი მხარდაჭერა უნდა დავიბრუნოთ. მეორეს მხრივ „ოცნებამ" ინიციატივას მოაწერა მხარი და ახლა თითქოს რაღაც ეჭვები გაუჩნდათ, პუნქტები სწორი არის თუ არ არის, ხომ არ დავხვეწოთ და ა.შ. განხილვები იმიტომ არის, რომ ტექსტი დაიხვეწოს და არა იმიტომ, რომ შეიქმნას საფუძველი პოლიტიკური - ტაქტიკური მანევრებისთვის ცვლილებებზე საბოლოო ჯამში უარის თქმისთვის. ჩვენ ასეთი რამ გვინახავს. ამიტომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია და მე და ჩვენ, „ლელოს" არ გვაინტერესებს ვინ რა სახელს დაარქმევს ამ დოკუმენტს, ჩვენთვის ეს არის შარლ მიშელის შეთანხმების რეალიზება. უმრავლესობა ამბობს, რომ ჩვენ აღარ გვაინტერესებს შარლ მიშელი. დააინტერესებთ, მაგრამ ახლა ამაზე აღარ შევედავები. ამ შეთანხმების რეალიზების დრო დადგა. ყურადღებით მოვისმენთ კითხვებს და მოსაზრებებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს უკან დახევა იმ ძირითადი პრინციპული შეთანხმებისგან, რაც ეხება პროპორციულ არჩევნებს, ბარიერს და პროკურორის დანიშვნის წესს" , - განაცხადა უსუფაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა