საფრანგეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

ფრანგი მეხანძრეები ქვეყნის ტურისტულ რეგიონ ვარში ტყის ხანძარს ებრძვიან. მედიის ინფორმაციით, ხანძარი სწრაფად ვრცელდება და მასთან გამკლავებას ძლიერი ქარი აბრკოლებს.

ვარის პრეფექტის ოფისში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა კარვების გასაშლელი ერთი ადგილი, 6 ასეთ ტერიტორიაზე კი ევაკუაცია განხორციელდა. გზებზე ქაოსის თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლებამ ადგილობრივების ნაწილს შინ დარჩენა და კარის ქვეშ სველი ზეწრების დაფენა ურჩია.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 900 მეხანძრე და სპეციალური სახანძრო თვითმფრინავებია ჩართული. ვარის პრეფექტის ოფისის ინფორმაციით, ამ დრომდე 5 000 ჰექტრამდე მიწაა დამწვარი.

ბოლო კვირების განმავლობაში ხმელთაშუა ზღვის რეგიონის დიდ ნაწილს ძლიერმა სიცხის ტალღებმა გადაუარა, რასაც ექსპერტები გლობალურ დათბობას უკავშირებენ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა