აშშ -ის სამხედროებმა სამშაბათს ავღანეთიდან დაახლოებით 1 100 ამერიკელის, შეერთებული შტატების მუდმივი რეზიდენტის და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია განახორციელეს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაშია აღნიშნული.
„ველოდებით, რომ ეს რიცხვები გაიზრდება”, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველის, ჯეიკ სალივანის ინფორმაციით, „თალიბანმა“ აშშ-ის ადმინისტრაციას განუცხადა, რომ ისინი აეროპორტამდე მოქალაქეების უსაფრთხოდ მისვლას უზრუნველყოფენ.
იხილეთ ვიდეო:აშშ-ის სამხედროებმა ავღანეთიდან 1 100-მდე ამერიკელი გამოიყვანეს