რომის პაპი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ვაქცინებს შეუძლია პანდემია დაასრულოს და მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„ღვთის წყალობითა და მრავალი ადამიანის მუშაობის წყალობით, ჩვენ ახლა გვაქვს ვაქცინები, რომლებიც დაგვიცავს კოვიდ-19- ისგან. ისინი გვაძლევენ პანდემიის დასრულების იმედს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და ერთად ვიმუშავებთ“, - აცხადებს პაპი ვიდეო მიმართვაში.

მისი თქმით, ვაქცინაცია ერთმანეთზე ზრუნვის გზაა.

„ვაქცინაცია არის მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი გზა საერთო სიკეთის პოპულარიზაციისა და ერთმანეთზე ზრუნვისთვის, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებისთვის. ვლოცულობ ღვთის წინაშე, რომ თითოეულმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი წვლილის შეტანა ქვიშის პატარა მარცვლით, საკუთარი სიყვარულის მცირე ჟესტით", - აცხადებს პაპი.

ცნობისათვის, რომის პაპი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მიმდინარე წლის მარტში აიცრა.

იხილეთ ვიდეო:რომის პაპი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
რომის პაპი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ვაქცინებს შეუძლია პანდემია დაასრულოს და მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„ღვთის წყალობითა და მრავალი ადამიანის მუშაობის წყალობით, ჩვენ ახლა გვაქვს ვაქცინები, რომლებიც დაგვიცავს კოვიდ-19- ისგან. ისინი გვაძლევენ პანდემიის დასრულების იმედს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და ერთად ვიმუშავებთ“, - აცხადებს პაპი ვიდეო მიმართვაში.

მისი თქმით, ვაქცინაცია ერთმანეთზე ზრუნვის გზაა.

„ვაქცინაცია არის მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი გზა საერთო სიკეთის პოპულარიზაციისა და ერთმანეთზე ზრუნვისთვის, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებისთვის. ვლოცულობ ღვთის წინაშე, რომ თითოეულმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი წვლილის შეტანა ქვიშის პატარა მარცვლით, საკუთარი სიყვარულის მცირე ჟესტით", - აცხადებს პაპი.

ცნობისათვის, რომის პაპი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მიმდინარე წლის მარტში აიცრა.

იხილეთ ვიდეო:რომის პაპი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია