გაერთიანებული სამეფო 20 000 ავღანელი ლტოლვილის მიღებას გეგმავს

გაერთიანებული სამეფო აცხადებს, რომ განსახლების ახალი პროგრამის ფარგლებში 20 000 ავღანელს მიიღებს. მედიის ინფორმაციით, პროგრამის თანახმად, პრიორიტეტი მიენიჭებათ ქალებს, გოგონებს, რელიგიურ და სხვა უმცირესობებს.

გამოცემა Times-ი წერს, რომ სქემა გამიზნულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც „თალიბანის“ მხრიდან უფლებების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

გაერთიანებულ სამეფოში პროგრამის ამოქმედების პირველი წლის განმავლობაში, 5 000-მდე მოქალაქეს ჩაიყვანენ.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ როგორც ერი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ავღანეთიდან გაქცეული ყველაზე დაუცველი პირების დახმარება, რათა მათ შეძლონ ახალი ცხოვრების უსაფრთხოდ დაწყება გაერთიანებულ სამეფოში.

„ავღანელი მოქალაქეების განსახლების სქემა“ ადამიანების სიცოცხლეს იხსნის“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა.

ცნობისათვის, დღეს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი ავღანეთში არსებული მდგომარეობის განსახილველად შეიკრიბება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა