ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პაციენტების მიერ მეტადონის დოზების გატანის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და 5 დღის დოზასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ მიიღებენ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა პაციენტებისთვის მეტადონის დოზების გატანის საკითხზე და 5 დღის დოზასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ ხარვეზების აღმოფხვის შემდეგ მიიღებენ.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროგრამაში ჩართულმა პაციენტებმა დოზის გატანისას რიგებში სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ, რათა ჯანმრთელობის რისკები დააზღვიონ.

„ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიიღება. ვმსჯელობთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით. რამდენჯერმე იქნა გადაწყვეტილება მიღებული 5-დღიანი პერიოდით დოზის გატანასთან მიმართებით, რამაც გამოიწვია როგორც შეკითხვები, ასევე ხარვეზები კონტროლთან მიმართებით. სწორედ ამის გამო მოხდა პროგრამის დაბრუნება ჩვეულ რეჟიმში და პრეპარატი გაიცემა ყოველდღიურად. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მსჯელობა, ასევე დაკვირვება და ყველნაირი ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ და ყველა ინსტრუმენტის ამუშავების შემდეგ, რომ პროგრამას საფრთხე არ შეექმნას, მიღებული იქნას გადაწყვეტილება.

რაც შეეხება რიგებს, მოწოდებულია, რომ რიგებში დაცული იყოს სოციალური დისტანცია, რაც არის საკმაოდ მარტივად სამართი. მნიშვნელოვანია, დაიცვან სოციალური დისტანცია და ექნებათ თავიდან აცილებული საფრთხე, რომელიც შეიძლება ჰქონდეთ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მათგანი ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში, რითაც ასევე გადააზღვევენ ჯანმრთელობის რისკებს“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა