აშშ მოქალაქეებს ვაქცინების "ბუსტერ" დოზას სექტემბრიდან შესთავაზებს

აშშ-ის ხელისუფლება გეგმავს 20 სექტემბრიდან კორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზა ყველა ამერიკელისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი გახადოს.

აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყანა იმ მოქალაქეებს შესთავაზებს ე.წ. „ბუსტერ“ დოზას, რომლებიც პირველად 8 თვის წინ აიცრნენ.

თავდაპირველად მესამე დოზა ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებზე, მოხუცთა თავშესაფრების მცხოვრებლებზე და ასაკოვან ადამიანებზე გაიცემა.

ამ ჯგუფების წარმომადგენელთა აცრა აშშ-ში 2020 წლის ბოლოდან დაიწყო. როგორც აშშ-ის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, მათი ეს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ მონაცემს, რომლის თანახმადაც, აშშ-ში ამჟამად ავტორიზებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დაცვისუნარიანობა აცრიდან რამდენიმე თვის განმავლობაში კლებას იწყებს. საერთო განცხადებას უერთდება აშშ-ის ალერგიის და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი, ასევე დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის და ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელები.

„ხელმისაწვდომი მონაცემები ძალიან ნათლად ცხადყოფს, რომ კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ დაცვა დროთა განმავლობაში კლებას იწყებს და „დელტა“ ვარიანტის დომინირებასთან თანხვედრაში, ჩვენ ვხედავთ მტკიცებულებებს, რომ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადების მიმართ დაცვა მცირდება. ჩვენ დავასკვნათ, რომ გამაძლიერებელი დოზა საჭირო იქნება ვაქცინის დაცვის მაქსიმალურად გაზრდისა და მისი გამძლეობის გახანგრძლივების მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ „ბუსტერ“ დოზა მათაც დასჭირდებათ, ვინც „ჯონსონის“ ვაქცინის ერთკომპონენტიანი აცრა ჩაიტარეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია