გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 10 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 10 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილ ათივე ფაქტზე საქმისწარმობა დაიწყო.

„დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების: ცხამის, კორბოულის, ღოდორის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბერეთისასა და გეზრულის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წაქვისა და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ჩორდის მიმდებარე ტყეებში. მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 9 ერთეული წიფლის, 2 ერთეული რცხილის, 3 ერთეული თხმელის (მურყანი), 3 ერთეული მუხისა და 2 ერთეული წაბლის სახეობის ხე-მცენარე. ათივე ფაქტზე დაიწყო საქმისწაროება. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა