„თალიბანი“ მოქალაქეებს ქაბულის აეროპორტის დატოვებისკენ მოუწოდებს

კვირიდან დღემდე ქაბულის აეროპორტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Sky News-ი „თალიბანისა“ და ნატო -ს ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „თალიბანი“ მოქალაქეებს აფრთხილებს და სახლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

„არ გვსურს, ვინმეს აეროპორტში ზიანი მივაყენოთ“, - განაცხადა „თალიბანის“ წარმომადგენელმა.

მას შემდეგ, რაც კვირას „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული აიღო, ქვეყნის დატოვების მიზნით ქაბულის საერთაშორისო აეროპორტს ათასობით ადამიანი მიაწყდა. მედიის ინფორმაციით, „თალიბანი“ ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ მოქალაქეებს დაბრკოლებებს უქმნის. ქვეყნები ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციას განაგრძობენ. მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე შეერთებულმა შტატებმა 5 200 ადამიანის გაყვანა მოახერხა, 1 200 მოქალაქე გაიყვანა გაერთიანებულმა სამეფომ, 500 - გერმანიამ, 209 - საფრანგეთმა, 500 - ესპანეთმა, 522- თურქეთმა. მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა ასევე დანიამ, ნიდერლანდებმა, ჩეხეთმა იაპონიამ, ინდოეთმა და სხვ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„თალიბანი“ მოქალაქეებს ქაბულის აეროპორტის დატოვებისკენ მოუწოდებს

კვირიდან დღემდე ქაბულის აეროპორტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Sky News-ი „თალიბანისა“ და ნატო -ს ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „თალიბანი“ მოქალაქეებს აფრთხილებს და სახლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

„არ გვსურს, ვინმეს აეროპორტში ზიანი მივაყენოთ“, - განაცხადა „თალიბანის“ წარმომადგენელმა.

მას შემდეგ, რაც კვირას „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული აიღო, ქვეყნის დატოვების მიზნით ქაბულის საერთაშორისო აეროპორტს ათასობით ადამიანი მიაწყდა. მედიის ინფორმაციით, „თალიბანი“ ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ მოქალაქეებს დაბრკოლებებს უქმნის. ქვეყნები ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციას განაგრძობენ. მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე შეერთებულმა შტატებმა 5 200 ადამიანის გაყვანა მოახერხა, 1 200 მოქალაქე გაიყვანა გაერთიანებულმა სამეფომ, 500 - გერმანიამ, 209 - საფრანგეთმა, 500 - ესპანეთმა, 522- თურქეთმა. მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა ასევე დანიამ, ნიდერლანდებმა, ჩეხეთმა იაპონიამ, ინდოეთმა და სხვ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია