კახა კუჭავა - ჩოხატაური ტურისტული მიზიდულობის ცენტრი უნდა გახდეს, რომელიც არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე ტურიზმისთვის ერთ-ერთი მთავარი ადგილი იქნება

ჩოხატაური ტურისტული მიზიდულობის ცენტრი უნდა გახდეს, რომელიც არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე ტურიზმისთვის ერთ-ერთი მთავარი ადგილი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ჩოხატაურში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის დავით შარაშიძის წარდგენაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ბევრი მნიშნელოვანი ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა რეაბილიტირდეს და მოიზიდოს როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხოელები.

„საქართველოს თითოეული მუნიციპალიტეტი გამორჩეულია თავისი სილამაზით. ჩოხატაურში რომ ამოხვალ და გადახედავ მთა-ბარს, ნახავ როგორი განსხვავებულია თავისი ლანდშაფტით, გარემოთი. მას უდიდესი პოტენციალი აქვს და იგი უნდა გახდეს ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, რომელიც არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე ტურიზმისთვის იქნება ერთ-ერთი მთავარი ადგილი.

კურორტები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ცნობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც - ბახმარო, გომის მთა, ის სილამაზე, რომელზეც ბევრი წერს, ფოტოებს იღებენ ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ავრცელებენ, აუცილებელია კიდევ უფრო განვავითაროთ. ვიცი, რომ სტატუსი უკვე მიენიჭა ბახმაროს, გენგეგმაც შემუშავებულია. პრობლემები და გამოწვევები, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, უნდა აღმოიფხვრას - განაშენიანების კუთხით, სტანდარტების დაცვის კუთხით, აუცილებელია ვიზრუნოთ გარემოზე, რაც ნიშნავს იმ ლანდშაფტის, ტყეების მოვლას, რაც ამ გარემოსთვის მიკროკლიმატს ქმნის და რა თქმა უნდა, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც დამატებით მოსდევს ტურიზმს. ეს ულამაზესი სასახლე, რომელიც გარემონტდა, სადაც პირველად ვარ და ძალიან მომეწონა. ვიცი, რომ ბევრი სხვა მნიშნელოვანი ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა რეაბილიტირდეს და მოიზიდოს პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი უცხოელი მეგობრები.

ეს მხარე, გამორჩეულია ბუნებრივი რესურსებით, სოფლის მეურნეობის კუთხით ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა.

აქ ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მოსახლეობას, რათა კიდევ უფრო აქტიურები იყვნენ ამ მიმართულებით.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გვეყოლება ძლიერი გუნდი, ძლიერი საკრებულო. მოლოდინი გვაქვს, რომ თითოეულ ჩოხატაურელს მიეცემა საშუალება, ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც ძალიან ამბიციური, ნიჭიერი ადამიანები არიან. მათ ესმით პოლიტიკა, მმართველობა და ვიცი, რომ ეს შესაძლებლობა მიეცემათ იმ ახალგაზრდა გუნდის მეთაურობით, რომელიც წარმოდგენილია თვითმმართველობის არჩევნებზე", - განაცხადა კუჭავამ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია