გია ვოლსკი - ოპონენტების დიდ ჯგუფს და ახლად შექმნილ ფანჩატურს დესტაბილიზაციის გარდა, სხვა გზა, გეგმა და რესურსი არ გააჩნია

ოპონენტების დიდ ჯგუფს და ახლად შექმნილ ფანჩატურს დესტაბილიზაციის გარდა, სხვა გზა, გეგმა და რესურსი არ გააჩნია, - აღნიშნულ შეფასებას პარლამენტის პირველი-სპიკერი გია ვოლსკი აკეთებს.

ვოლსკის თქმით, „როცა არჩევნებში პერსპექტივა არა გაქვს, ჩხუბი უნდა დაიწყო, რა დროსაც შეიძლება რაიმე გამორჩენა გქონდეს".

„არჩევნები არ უნდათ! რეალურად ამ ადამიანებს ინტელექტუალური რესურსი, მართვის რესურსი და სიყვარული არ გააჩნიათ. ესენი ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ პოლიტიკურ დივიდენდს დესტაბილიზაციასა და დესტრუქციაში მიიღებენ და შემდეგ რაღაც საქმეების გაკეთებას შეძლებენ. რაც გააკეთეს, დავინახეთ! - სახელმწიფოს დიდი ნაწილი მტერს ჩააბარეს და დღეს ოკუპირებულია, სტრატეგიული ობიექტები გაყიდეს და მთელი ეს პერიოდი საკუთარ სიამტკბილობას მოანდომეს", - განუცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა