ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების პირველი პირები ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ

20 აგვისტოს ავღანეთში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ნატო-ს პრესსამსახური იუწყება.

სხდომა ვირტუალური ფორმატით გაიმართება. ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს.

სხდომას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, იტალია, ასევე გამოდის ინიციატივით, ავღანეთის საკითხზე „დიდი ოცეულის“ სამიტიც გაიმართოს.

მომდევნო კვირას კი, დაგეგმილია შვიდეულის ჯგუფის ლიდერთა ონლაინ-შეხვედრა, რომელზეც განიხილავენ ავღანეთში არსებულ სიტუაციასთან მიმართებით მიდგომასა და სტრატეგიას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს