ჯო ბაიდენი - „თალიბანმა“ უნდა გადაწყვიტოს სურს, თუ არა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიაროს

„თალიბანმა“ უნდა გადაწყვიტოს სურს, თუ არა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ აღიაროს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ABC-ისთან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან ბაიდენს არ სჯერა, რომ დაჯგუფებამ მისი ფუნდამენტური შეხედულებები შეიცვალა.

„ვფიქრობ, ისინი რაღაც ტიპის ეგისტენციალურ კრიზისს განიცდიან იმის შესახებ, სურთ თუ არა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიაროს ლეგიტიმურ მთავრობად. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს უნდათ“, - განაცხადა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ ჯგუფი უფრო მეტად მისი რწმენების ერთგულია.

ბაიდენის თქმით, „თალიბანმა“ ასევე უნდა იზრუნოს ავღანელი ხალხის საჭიროებებზე, მათ შორის ექნებათ თუ არა მათ საკვები, შემოსავალი, როგორ მართავენ ეკონომიკას.

რაც შეეხება ავღანელ ქალთა უფლებების საკითხს, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამის უზრუნველყოფისთვის ეკონომიკურ და დიპლომატიურ ზეწოლას გამოიყენებს და არა - სამხედრო ძალას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო