რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი არ აპირებს გახდეს ავღანელი მიგრანტების საცავი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, ავღანეთიდან მომავალ მიგრანტებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღონ.

„თურქეთი არ აპირებს ევროპისთვის მიგრანტების საცავი გახდეს,“- აღნიშნა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, ევროპამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნიდან გაქცეულ ავღანელებზე და დასძინა, რომ ანკარამ ირანთან საზღვრის გასწვრივ, რომელიც ავღანელი მიგრანტებისთვის თურქეთში შესვლის ძირითადი მარშრუტია, შესაბამისი ზომები მიიღო.

ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ თურქეთს შეუძლია ჩაერთოს მოლაპარაკებებში „თალიბანის“ მიერ შექმნილ ახალ მთავრობასთან “საერთო დღის წესრიგის" განსახილველად.

იხილეთ ვიდეო:რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი არ აპირებს გახდეს ავღანელი მიგრანტების საცავი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო