ისრაელში კოვიდ 19-ის ვაქცინის დამატებითი დოზით აცრის შესაძლებლობა 40 წელს გადაცილებულ პირებსა და მასწავლებლებს ეძლევათ

ისრაელში 40 წელს გადაცილებულ პირებსა და მასწავლებლებს „ფაიზერ/ბიონტექის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა ნიცან ჰოროვიცმა განაცხადა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტებისგან შემდგარი მრჩეველთა კომისის განმარტებით, მესამე დოზა დასაშვები ხდება მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც მეორე დოზა 5 თვის წინ გაიკეთეს. ამასთან, გამაძლიერებელი დოზით აცრის რეკომენდაციას კომისია ორსულებსაც აძლევს.

ისრაელში 60 წლიდან ასაკის პირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას ივლისიდან სთავაზობენ, მოგვიანებით კი ე.წ. „ბუსტერ“ დოზა ხელმისაწვდომი გახდა 50 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებისა და სამედიცინო მუშაკებისთვის.

ამ დროისთვის ისრაელში, რომლის მოსახლეობა 9.3 მილიონს შეადგენს, ვაქცინის მესამე დოზა მილიონზე მეტმა პირმა მიიღო.

ცნობისათვის, „ბუსტერ“ დოზის მიღების საჭიროებასთან დაკავშირებით მეცნიერებს შორის თანხმობა ჯერჯერობით არ არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორი დღის წინ განაცხადა, რომ ამჟამინდელი მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გამაძლიერებელი დოზები.

იხილეთ ვიდეო:ისრაელში კოვიდ 19-ის ვაქცინის დამატებითი დოზით აცრის შესაძლებლობა 40 წელს გადაცილებულ პირებსა და მასწავლებლებს ეძლევათ

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა