ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინს კრემლში ხვდება

კრემლში, გერმანიის კანცლერისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა იმართება. ვლადიმერ პუტინმა ანგელა მერკელთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ გერმანია რჩება რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორად ევროპასა და მთელ მსოფლიოში.

„გერმანია, ჩინეთის შემდეგ, მეორე სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. იმის მიუხედავად, რომ 2020 წელს ჩვენ გვქონდა სერიოზული ვარდნა, ამჟამად ორმაგად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა ბოლო ნახევარ წელიწადში“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ანგელა მერკელის ვიზიტი რუსეთში არ იქნება უბრალოდ გამოსამშვიდობებელი, არამედ აღსავსე იქნება სერიოზული შინაარსით.

შეხვედრის წინ ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ეს ვლადიმერ პუტინთან მისი გამოსამშვიდობებელი შეხვედრაა. მისი თქმით, არის თემები, რაზეც მათ უნდა ისაუბრონ, მათ შორის მერკელმა დაასახელა ავღანეთის, ლიბიისა და სხვა საკითხები.

კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და გერმანიას შორის უთანხმოება არსებობს, მაგრამ ქვეყნებმა კონტაქტი უნდა შეინარჩუნონ და ერთმანეთს დაელაპარაკონ.

პუტინთან შეხვედრამდე ანგელა მერკელმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი, შემდეგ კი პუტინთან შესახვედრად კრემლში გაემართა.

ცნობისთვის, გერმანიის ამჟამინდელი კანცლერი ანგელა მერკელი 26 სექტემბრის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა