ირაკლი ქადაგიშვილი - როდესაც ადამიანი ცდილობს, საკუთარი ბიზნესწარუმატებლობა პოლიტიკური კუთვნილებით გაამართლოს, ეს არის დაუშვებელი

როდესაც ადამიანი ცდილობს, საკუთარი ბიზნესწარუმატებლობა პოლიტიკური კუთვნილებით გაამართლოს, ეს არის დაუშვებელი, - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გიორგი გახარიას მხარდამჭერი ატენელი ბიზნესმენის წიქარიძისთვის ვენახების დაყადაღების თაობაზე დასმულ კითხვას.

როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ბიზნესი ისე თავისუფლია, როგორც არასდროს. მისივე თქმით, ბიზნესი პირდაპირ პოლიტიკაში არის ჩართული და მას ამის გამო არავინ არ დევნის.

ამასთან, ქადაგიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ბევრმა ადამიანმა, რომელსაც სხვადასხვა დროს კანონთან პრობლემა შეექმნა, თავი პოლიტიკას შეაფარა.

„ნებისმიერ ბიზნესმენს შეიძლება ჰქონდეს პრობლემა საგადასახადო სამსახურთან. ამიტომ ამის პოლიტიკასთან მიბმა არის ყოვლად მიუღებელი სპეკულაცია. ასეთი სპეკულაციით არის გაჟღენთილი გიორგი გახარიას გუნდის წინასაარჩევნო კამპანია. მას ამომრჩევლის მიმართ კონკრეტული შეთავაზება არ შეუძლია და ცდილობს საკუთარი საარჩევნო კამპანია ასეთი სპეკულაციური თემებით, როგორც ჩაგრულმა, ისე წარმოადგინოს. ჩაგრული არ არსი - ეს ადამიანი არის გაქცეული და მასთან ძირითადად მხოლოდ გაქცეულები არიან მიკედლებული", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა