„თალიბანის“ წარმომადგენელი - ავღანეთს ახალი კონსტიტუცია ექნება

ეჭვგარეშეა, რომ ავღანეთს ახალი კონსტიტუცია ექნება,- ამის შესახებ „თალიბანის“ პოლიტბიუროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა.

"ახლა ჩვენ გვჭირდება ხალხის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ვაკუუმის გადალახვა და შემდეგ სხვა ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ზოგადად, საჭიროა ახალი კონსტიტუცია", - აღნიშნა ნაიმმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში მმართველობის ფორმაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია.

"ჯერ კიდევ გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით. რაც შეეხება სამინისტროებსა და ქვეყნის მთავრობას, სიტუაცია გაირკვევა რამდენიმე დღეში. ქვეყანაში მმართველობის ფორმაზე საუბარი ნაადრევია“, - აღნიშნა ნაიმმა.

მისი თქმით, „თალიბებს“ კონტაქტი აქვთ ავღანეთის საელჩოებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა