ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესზე - არ შემიძლია დაგპირდეთ, რომ დანაკარგის რისკი არ იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ავღანეთიდან მოქალაქეების მასობრივი ევაკუაცია რისკის შემცველია.

“ეს საევაკუაციო მისია სახიფათოა. ის საფრთხეს უქმნის ჩვენს შეიარაღებულ ძალებს და რთულ ვითარებაში ხორციელდება. არ შემიძლია დაგპირდეთ, რა იქნება საბოლოო შედეგი, ან ის, რომ დანაკარგის რისკი არ იქნება. მაგრამ როგორც მთავარსარდალი, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყველა საჭირო რესურსის მობილიზებას განვახორციელებ," - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, ავღანეთიდან გაიყვანენ ყველა ამერიკელს, რომელსაც სამშობლოში დაბრუნება სურს.

„ნებისმიერ ამერიკელს, რომელსაც შინ დაბრუნება გსურთ, დაგაბრუნებთ“,- აღნიშნა ბაიდენმა.

მისივე თქმით, აშშ-ის სამხედროები იგივე ვალდებულებას გამოიჩენენ 50-65 000 ავღანელი მოკავშირის მიმართაც, რომელთაც ავღანეთის დატოვების იმედი აქვთ, თუმცა დასძინა, რომ პრიორიტეტი ამერიკელი მოქალაქეების ევაკუაცია იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა