სომხეთში კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 5 ადამიანი

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 507 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 5 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 4 737-მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყების დროიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 237 249 პირი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 224 000-ზე მეტი ადამიანი. ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში 8 493 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო