გრიგოლ გეგელია - ვაშინგტონის გავლენიანი აზრის შემქმნელები დღეს პირდაპირ საუბრობენ, რომ „ოცნებამ“ ზურგი შეაქცია დასავლეთს და მას პუტინისა და ლუკაშენკოს გზა ამჯობინა

„ვაშინგტონის გავლენიანი აზრის შემქმნელები დღეს პირდაპირ საუბრობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი შეაქცია დასავლეთს, უარყო ქართველი ერის გეოპოლიტიკური არჩევანი და მას პუტინისა და ლუკაშენკოს გზა ამჯობინა“, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც უარი განაცხადა ევროკავშირის და აშშ-ს მიერ მხარდაჭერილ მიშელის შეთანხმებაზე, თუმცა სიხარულით დათანხმდა პუტინისტურ ბელორუსთან ურთიერთობების გაღრმავებას.

„ეს არის ხელისუფლება, რომელიც ცალი ხელით ევროინტეგრაციაზე საუბრობს, ხოლო მეორეთი ძირს უთხრის მას, როდესაც უარს უცხადებს დემოკრატიას, თავისუფალ მართლმსაჯულებას, რეფორმას, რითაც იგი სპობს საქართველოს ევროპულ მომავალს. დღეს ჩვენ ცხადად ვხედავთ, რომ მთავრობის მიერ ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესის სპობის პროცესის ბოლო სწორედ სანქციებია. როგორც ჩვენი ვიზიტისას ვაშინგტონში, ასევე კრამერის და კელის წერილში, ჩვენი პარტნიორები ღიად საუბრობენ მიზნობრივი სანქციების შესახებ არამარტო სასამართლო კლანის არამედ უკვე "ქართული ოცნების" ლიდერების წინააღმდეგ. "ქართული ოცნების" მზაკვრული მისია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს წაშლას ცივილიზებულ ერთა ოჯახიდან, უპასუხოდ არ ჩაივლის და იგი ამ მთავრობას ძვირი დაუჯდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე“,-განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა