ავსტრალიაში, „ლოქდაუნის“ საწინააღმდეგო აქციებზე სამართალდამცავებმა ასობით დემონსტრანტი დააკავეს

ავსტრალიის ქალაქებში მელბურნსა და სიდნეიში გამართულ „ლოქდაუნის“ საწინააღმდეგო აქციებზე სამართალდამცავებმა ასობით დემონსტრანტი დააკავეს.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებების შედეგად რამდენიმე სამართალდამცავი დაშავდა და 7 მათგანი ჰოსპიტალიზებულია.

მელბურნში სამართალდამცავებმა აქციის დასაშლელად ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს და 218 ადამიანი დააკავეს. თითოეულ დაკავებულს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო 5 452 ავსტრალიური დოლარის (3 900 აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

ამასთან, საპროტესტო აქცია გაიმართა ახალი სამხრეთი უელსის შტატის დედაქალაქ სიდნეიშიც, სადაც 260-ზე მეტი პირი დააჯარიმეს.

ცნობისათვის სიდნეიში, რომელიც სიდიდით მეორე ქალაქია ავსტრალიაში, „დელტა“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო 2 თვეზე მეტია მკაცრი „ლოქდაუნია“ დაწესებული. ვიქტორიას შტატის პრემიერმა დენიელ ენდრიუსმა კი „ლოქდაუნი“, რომელიც აქამდე მხოლოდ დედაქალაქ მელბურნში იყო დაწესებული, მთელს შტატში გამოაცხადა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02
ავსტრალიაში, „ლოქდაუნის“ საწინააღმდეგო აქციებზე სამართალდამცავებმა ასობით დემონსტრანტი დააკავეს

ავსტრალიის ქალაქებში მელბურნსა და სიდნეიში გამართულ „ლოქდაუნის“ საწინააღმდეგო აქციებზე სამართალდამცავებმა ასობით დემონსტრანტი დააკავეს.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებების შედეგად რამდენიმე სამართალდამცავი დაშავდა და 7 მათგანი ჰოსპიტალიზებულია.

მელბურნში სამართალდამცავებმა აქციის დასაშლელად ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს და 218 ადამიანი დააკავეს. თითოეულ დაკავებულს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო 5 452 ავსტრალიური დოლარის (3 900 აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

ამასთან, საპროტესტო აქცია გაიმართა ახალი სამხრეთი უელსის შტატის დედაქალაქ სიდნეიშიც, სადაც 260-ზე მეტი პირი დააჯარიმეს.

ცნობისათვის სიდნეიში, რომელიც სიდიდით მეორე ქალაქია ავსტრალიაში, „დელტა“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო 2 თვეზე მეტია მკაცრი „ლოქდაუნია“ დაწესებული. ვიქტორიას შტატის პრემიერმა დენიელ ენდრიუსმა კი „ლოქდაუნი“, რომელიც აქამდე მხოლოდ დედაქალაქ მელბურნში იყო დაწესებული, მთელს შტატში გამოაცხადა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ