ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში ოთხ ობიექტზე დარტყმა განახორციელა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გამთენიისას პალესტინური მოძრაობა „ჰამასის“ ოთხ ობიექტზე, ღაზას სექტორში, დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის პრესსამსახური იუწყება.

ამავე ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ობიექტები განკუთვნილი იყო იარაღის წარმოებისა და შესანახად. ეს იყო პასუხი საზღვარზე მომხდარ შეტაკებაზე, რომელიც შაბათს ღამით მოხდა.

არმიის ცნობით, „განაგრძობენ რეაგირებას ღაზას სექტორის ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით და მიჩნევენ, რომ „ჰამასი“ პასუხისმგებელია ნებისმიერ მსგავს აქტიურობაზე.

„ „ჰამასი“ განაგრძობს ღაზას სექტორის სვლას ტერიტორიისკენ, რისთვისაც იყენებს სამოქალაქო მოსახლეობას. მიღებულია გადაწყვეტილება, გაიგზავნოს დამატებითი სამხედრო ქვედანაყოფები ღაზასთან მდებარე დივიზიის გასაძლიერებლად. არმია მზად არის ამ რაიონში ვითარების ნებისმიერი განვითარებისთვის“ , - განაცხადეს ისრაელის თავდაცვის არმიაში.

მათვე ინფორმაციით, პალესტინელებთან შეტაკებისას, შაბათს, ისრაელის ერთი მესაზღვრე დაიჭრა.

„ასობით პალესტინელი დემოსტრანტი შეეცადა, გაერღვია უსაფრთხოების ღობე სექტორის ჩრდილოეთით, რომლებიც ისროდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა