Bloomberg - მსოფლიოში დღეში 35.9 მილიონი ადამიანი იცრება

მსოფლიოს 183 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენებული დოზების რაოდენობამ 4.93 მილიარდს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, დღეში 35.9 მილიონი ადამიანი იცრება. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 32.1%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი. ყველაზე მეტი 1.92 მილიარდი დოზა ჩინეთში გამოიყენეს. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობამ კი 576 მილიონს გადააჭარბა. ევროკავშირში ვაქცინების 515 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი - 361 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ამ დროისათვის ორივე დოზით ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 56.7%, აშშ-ში- 51.3%, ჩინეთში კი 55.5%.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი