ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს დმიტრო რაზუმკოვს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფრომაციით, უკრაინის უმაღლეს რადაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებს და წარმატებულ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.

როგორც ინფორმაციაშაი ნათქვამი, აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგი განსაკუთრებულად მაღალ ნიშნულზეა და პარტნიორობა, მეგობრული ხალხთაშორისი კონტაქტების გარდა, საერთო ინტერესებსა და მისწრაფებებს ეფუძნება. საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას და დადასტურდა მზადყოფნა შემდგომი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

„მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერო-ს, ეუთო-სა და ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის მაღალი დონე და გამოთქვეს მზაობა, არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი რადას თავმჯდომარეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.

შეხვედრის შემდეგ, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს დელეგაციის წევრებს სხდომათა დარბაზი დაათვალიერებინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა