ქარიშხალი „ჰენრი“ აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს მიუახლოვდა - ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ტროპიკული ქარიშხალი „ჰენრი“ აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს მიუახლოვდა.აშშ-ის ხელისუფლებამ ნიუ-იორკის ლონგ აილენდისა და ახალი ინგლისის სამხრეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა.

სინოპტიკოსები აღნიშნულ რეგიონში ძლიერ ქარს, წვიმას, ელექტროენერგიის გათიშვასა და ხეების მოგლეჯვას პროგნოზირებენ. მათი თქმით, ქარიშხალი „ჰენრი“ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნება.

საფრთხის გამო ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ამ დროისათვის ქარის სიჩქარე 120 კმ/სთ-ს აღემატება. BBC წერს, რომ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ამ ნაწილში ქარიშხლები საკმაოდ იშვიათია.

"ჩვენ ეს ქარიშხალი ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ. ქარიშხლის შედეგად წარმოქმნილ ძლიერ ქარსა და წვიმას სერიოზული ზიანის გამოწვევა შეუძლია“, - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს ადმინისტრატორი დეან კრისველი.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა