ჯო ბაიდენი - ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი რთული და მტკივნეული იქნებოდა, იმის მიუხედავად, როდის დავიწყებდით

შეერთებულ შტატებს ავღანეთიდან აშშ-ის მოქალაქეებისა და ავღანელების გამოყვანის ურყევი ვალდებულება აქვს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისივე თქმით, ავღანეთში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა სწრაფად იცვლება და მის ადმინისტრაციას ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებისგან მომდინარე საფრთხესთან დაკავშირებით ილუზია არ აქვს.

„ნება მომეცით, გარკვევით განვაცხადო, რომ ქაბულიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია იქნება რთული და მტკივნეული პროცესი და ეს ასე იქნებოდა იმის მიუხედავად, როდის დაიწყებოდა ან როდის დავიწყებდით ჩვენ მას. არ არსებობს ამდენი ადამიანის ევაკუაცია ტკივილისა და დანაკარგის გარეშე, ან იმ გულისამაჩუყებელი სურათების გარეშე, რასაც ტელევიზიით ხედავთ. ეს უბრალოდ ფაქტია. გული მეწვის იმ ადამიანებზე, რომლებსაც ხედავთ,“- განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ივლისის შემდეგ აშშ-მა ავღანეთიდან დაახლოებით 33 000 ადამიანი გაიყვანა. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ავღანეთში ჩარჩენილი ამერიკელების ქაბულის აეროპორტში გადაყვანის გეგმა.

"ჩვენ ვასრულებთ გეგმას ამ ამერიკელების უსაფრთხო ადგილზე უსაფრთხოდ გადასაყვანად და აეროპორტამდე უსაფრთხოდ და ეფექტურად მისაყვანად. უსაფრთხოების მიზნით, მე არ ვაპირებ დეტალებში საუბარს, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც ადრე ვთქვი: ნებისმიერი ამერიკელი, რომელსაც სურს სახლში დაბრუნება, სახლში დაბრუნდება,“- აღნიშნა ბაიდენმა.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები დაეხმარება ასევე დასავლეთის ავღანელ პარტნიორებსა და დაუცველ ავღანელებს, როგორებიც არიან აქტივისტი ქალები და ჟურნალისტები.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს