აშშ-ს ქარიშხალი „ჰენრი“ დაატყდა თავს

აშშ-ს ქარიშხალი „ჰენრი“ დაატყდა თავს

აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს ტროპიკული ქარიშხალი „ჰენრი“ დაატყდა თავს. ნიუ-იორკის შტატის კუნძულ ლონგ-აილენდსა და სამხრეთ ახალი ინგლისის რეგიონში მცხოვრები მილიონობით ადამიანი მოსალოდნელი ღელვის, წყალდიდობისა და ელექტროენერგიის შეწყვეტის შესახებ უკვე გააფრთხილეს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ტენესის შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა.

ათობით ადამიანი უგზო -უკვლოდაა დაკარგული ქალაქ უავერლიში და მიმდებარე ტერიტორიიდან.

მოვარდნილმა წყალმა მოგლიჯა ხეები, დაანგრია სახლები და წაიღო ავტომობილები. ასევე დაზიანდა გზები და ხიდები და ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ნიუ-იორკის აეროპორტიდან ასობით რეისი გაუქმდა.

მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მან ასევე დაამტკიცა საგანგებო დახმარება როდ აილენდის, კონექტიკუტისა და ნიუ-იორკის შტატებისთვის.