შვედეთის პრემიერი - რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებაზეც აისახება

რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია ღია შებღალვაა იმ ევროპული უსაფრთხოების სისტემის, რომელიც ჰელსინკის ფინალური აქტით განისაზღვრა, ეს საერთაშორისო სამართლის აღმაშფოთებელ დარღვევას წარმოადგენს, - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლევენმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ლევენმა აღნიშნა, ძალისმიერ ანექსიასა და ოკუპაციას თანამედროვე მსოფლიოში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

„რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ეს თავისთავად სერიოზულია, თუმცა ის ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებაზეც აისახება“, - განაცხადა ლევენმა.

პრემიერ-მინისტრმა ლევენმა აგრეთვე დასძინა, რომ შვედეთი გააგრძელებს ძალისხმევას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღსადგენად.

„მსგავსი სახის აგრესიის სხვაგან გამეორების თავიდან აცილება მხოლოდ პრინციპული და კოორდინირებული პასუხითაა შესაძლებელი“, - აღნიშნა ლევენმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო