ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გამოყენება უნდა გადაიდოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ქვეყნებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გამოყენება უნდა გადადონ და პრიორიტეტი იმ ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპის გაზრდას უნდა მიენიჭოს, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 1-2% პროცენტია აცრილი.

„თუკი მსოფლიოში ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება, შესაძლოა, კორონავირუსის უფრო ძლიერი ვარიანტები გაჩნდეს. „ბუსტერ“ დოზისთვის განკუთვნილი ვაქცინები იმ ქვეყნებს უნდა გადაეცეთ, სადაც მოსახლეობას ჯერ კიდევ პირველი და მეორე დოზა არ მიუღია,“-აღნიშნა ჯანმო-ს ხელძღვანელმა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს კამათი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა დამატებითი დოზა ეფექტური.

„მიმდინარეობს კამათი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა “ბუსტერ” დოზა ეფექტური. მათ, ვისი იმუნური სისტემაც დაქვეითებულია, უნდა მიიღონ დამატებითი დოზა, თუმცა ისინი წარმოადგენენ მოსახლეობის მხოლოდ მცირე პროცენტს,“- განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს