თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებთან დაკავშირებით, პროტოკოლს ახალი რეკომენდაციები დაემატება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებთან დაკავშირებით, პროტოკოლს ახალი რეკომენდაციები დაემატება.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, ონლაინკლინიკა სპეციალურად ორსულებისთვის დაიწყებს მუშაობას იმისთვის, რომ ორსულს ჰქონდეს კიდევ უფრო მეტად სპეციალიზებული დახმარების მიღების შესაძლებლობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ორსულების მართვა. ჩვენ მუშაობა დავიწყეთ გაეროს მოსახლეობის ფონდთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან იმისთვის, რომ ორსულებისთვის პროტოკოლი განახლდეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ინდოეთის გამოცდილებით გამოსცა ახალი რეკომენდაციები, რომელზედაც კვირის ბოლომდე დასრულდება მუშაობა.

ონლაინ კლინიკა სპეციალურად ორსულებისთვის დაიწყებს მუშაობას იმისთვის, რომ ორსულს ჰქონდეს კიდევ უფრო მეტად სპეციალიზებული დახმარების მიღების საშუალებები.

არ არის იმის საფუძველი, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდეს რომელიმე პროტოკოლში. კლინიკური პროტოკოლი, რაც იყო იგივე დარჩება. ორსულებთან მიმართებაში კიდევ დაემატება რეკომენდაციები იმ პროტოკოლს, რომელიც გვაქვს. უფრო განახლებული რეკომენდაციები, რადგან „დელტა“ შტამს განსხვავებული მიდგომა სჭირდება“,- აღნიშნავს გაბუნია.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს