ბოლო 3 კვირაში მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგულაციების დარღვევის 35 ფაქტი გამოვლინდა, დალუქულია 20-მდე დაწესებულება

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით სამართალდარღვევის 35 ფაქტი გამოვლინდა, რის გამოც იურიდიული პირი 10 000 ლარით, ხოლო ფიზიკური პირი 2 000 ლარით დაჯარიმდა.

ფერაძის თქმით, ღონისძიებების და თავშეყრის ადგილების გარდა, ასევე ყველა სხვა მიმართულებით მონიტორინგი განხორციელდება.

„ბოლო 3 კვირის განმავლობაში შრომის ინფექცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებულ მონიტორინგს ახორციელებს და ამის ფარგლებში ჩვენ გამოვავლინეთ სამართალდარღვევის 35 ფაქტი, რომელიც დაჯარიმდა, იურიდიული პირი 10 000 ლარით, ფიზიკური პირი კი 2000 ლარით. ამასთან, მასობრივი თავშეყრის, ღონისძიებების გამო, რომელიც აკრძალულია, დალუქულია 20-მდე დაწესებულება.

ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს, მაგრამ ფაქტია, რომ გვაქვს არა მხოლოდ რესტორნების და გასართობი ღონისძიებების მიმართულებით დარღვევები, არამედ სხვა მიმართულებითაც. ჩვენ მონიტორინგი გავამკაცრეთ სუპერმარკეტებში, ბაზრობებზე და ასევე ყველა სხვა მიმართულებით განხორციელდება მონიტორინგი“, - განაცხადა ფერაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!