ვლადიმერ ზელენსკი - მოხარული ვიქნებით, რომ მოვიწვიოთ რუსეთის ფედერაცია, შემოუერთდეს „ყირიმის პლატფორმას“, რათა ერთად გამოვნახოთ გზა მისი უხეში, ისტორიული შეცდომის გასწორებისთვის

„ყირიმის პლატფორმა“ არ არის სიტყვები, არ არის განცხადება, ეს არის ხელშესახები პლატფორმა, რომელმაც დაიწყო მუშაობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს „ყირიმის პლატფორმის“ დეკლარაცია, რომელიც მიღებულია ყველა მონაწილის მიერ. ის გარკვევით ადგენს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია უკანონოა, ის აწესებს ვალდებულებას რუსეთის მხრიდან შემდგომი აგრესიის შემთხვევაში მის წინააღმდეგ დამატებითი პოლიტიკური, დიპლომატიური და შემზღუდველი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, მოუწოდებს ყველა მხარეს, გააერთიანონ ძალისხმევა იმისთვის, რომ გააძლიერონ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა. რუსეთის ფედერაცია აღიარებულ იქნა ოკუპანტ ძალად საერთაშორისო დონეზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, „ყირიმის პლატფორმის“ დეკლარაცია ღიაა სხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციებისთვისაც.

„მინდა გავიმეორო, რომ დეკლარაცია ღიაა სხვა ქვეყნებისთვის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და იმედი მაქვს, რომ ბევრი მათგანი შემოუერთდება მას. „ყირიმის პლატფორმა“ არ არის სიტყვები, არ არის განცხადება, ეს არის ხელშესახები პლატფორმა, რომელმაც დაიწყო მუშაობა. რუსეთის ფედერაცია არ ესწრება სამიტს, მაგრამ ის ისე აქტიურად ადევნებდა თვალს, აკომენტარებდა, იმდენად აქტიური იყო, რომ შემექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ის ყირიმის პლატფორმის სრულფასოვანი მონაწილეა. თუკი ეს პლატფორმა ასე იზიდავს რუსეთს, მოხარული ვიქნებით, რომ რუსეთის ფედერაცია მოვიწვიოთ, შემოუერთდეს ყირიმის პლატფორმას, იმისთვის, რომ ერთად გამოვნახოთ გზა ყირიმის მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის და მისი უხეში ისტორიული შეცდომის გასწორებისთვის.

პირობას ვდებ, რომ სამიტის დეკლარაციაში ყოველთვის იქნება ხაზი რუსეთის ხელმოწერისთვის. სავარაუდოდ, ეს ხელმოწერა იქნება ყირიმის პლატფორმის ბოლო სამიტზე იალტაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა