ტყის ხანძრის გამო ათენის მახლობლად მდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ტყის ხანძრის გამო ათენის მახლობლად მდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ათენის დასავლეთით მდებარე ორი სოფლიდან ტყის ხანძრების გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა ათენიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე სოფლებიდან, ვილია და პროფიტის-ილიასი.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

აგვისტოს დასაწყისიდან საბერძნეთში ტყის ხანძრის 500 -ზე მეტი კერა გაჩნდა. ყველაზე მასშტაბური ათენის მახლობლად, ევიაზე გაჩენილი ხანძარი იყო.