ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა

ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა.

მათი განმარტებით, ავიაიერიში ისრაელის ტერიტორიისკენ ხანძრის გამჩენი ბუშტების გაშვების საპასუხოდ განახორციელეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ „ჰამასის“ კუთვნილი იარაღის საწარმო, რაკეტის გასაშვები ადგილი და გვირაბის შესასვლელი დაბომბეს.

„თავდასხმა ჰამასის მიერ ისრაელის ტერიტორიაზე ცეცხლოვანი ბუშტების გაშვების საპასუხოდ განხორციელდა,“- აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მას შემდეგ, რაც მაისში ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ისრაელ-ჰამასის 11-დღიანი დაპირისპირება შეწყდა, ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ხანძრის გამჩენ ბუშტებს პერიოდულად უშვებენ, რის საპასუხოდაც ისრაელი „ჰამასის“ ობიექტებზე თავდასხმას ახორციელებს. პალესტინელები აცხადებენ, რომ ბუშტების გაშვებით ისინი ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ისრაელზე იმისთვის, რომ ღაზაზე დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქოს და ტერიტორიაზე დახმარების შესვლა შესაძლებელი გახადოს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს