კამალა ჰარისი - პეკინი განაგრძობს პრეტენზიებს სამხრეთ ჩინეთის ზღვის უმეტეს ნაწილზე, მისი ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნების სუვერენიტეტს

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აცხადებს, რომ ჩინეთი, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვის დიდ ნაწილზე პრეტენზიას აცხადებს, იძულებასა და დაშინებას განაგრძობს.

„ვიცით, რომ პეკინი განაგრძობს იძულებას, დაშინებას და პრეტენზიებს სამხრეთ ჩინეთის ზღვის უმეტეს ნაწილზე. ეს უკანონო პრეტენზიები უარყოფილია 2016 წლის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით და პეკინის ქმედებები კვლავაც ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ წესრიგს და საფრთხეს უქმნის ქვეყნების სუვერენიტეტს“, - აღნიშნა ჰარისმა სინგაპურში ვიზიტის დროს სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისათვის, კამალა ჰარისი 7-დღიანი ვიზიტით სინგაპურსა და ვიეტნამს სტუმრობს. ორშაბათს, ჰარისმა სინგაპურში ვიზიტი პრემიერ - მინისტრ ლი სიან ლუნისთან შეხვედრით დაიწყო.

„პარტნიორობა სინგაპურში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და მთელს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში არის შეერთებული შტატების მთავარი პრიორიტეტი", - განაცხადა ჰარისმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ რეგიონი „კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-ის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის".

Reuters-ი წერს, რომ ვიზიტის დროს ჰარისის ერთ-ერთი ამოცანა იქნება რეგიონის ლიდერების იმაში დარწმუნება, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართ აშშ-ის ვალდებულება მტკიცეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა