გია ხუხაშვილი - ანა ბიბილაშვილის მერობის კანდიდატად დასახელება მრავალფეროვნებისთვის კარგია, ახალი თაობა გვჭირდება, რომელსაც წარსულის ცოდვები არ აქვს - მისი შანსები ძალიან მცირეა, მაგრამ პრეცედენტი, რომ ქალი კანდიდატი დასახელდა, კარგია

ანა ბიბილაშვილის შანსები ძალიან მცირეა, მაგრამ იმის პრეცედენტი, რომ ქალი კანდიდატი დასახელდა, ძალიან კარგია, - ამის შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც პარტია „ლელოს“ მხრიდან თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილის დასახელებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ბიბილაშვილს საზოგადოების მხრიდან მაღალი ცნობადობა არ აქვს, თუმცა, სამაგიეროდ, ნეგატიური რეიტინგიც, პრაქტიკულად არ გააჩნია, რაც მისასალმებელია.

„საერთოდ, მერი ქართულ ქვეცნობიერში ქალთან ასოცირდება. ეს კიდევ ერთი დამატებითი პლუსია. ანა ბიბილაშვილის მერობის კანდიდატად ყოფნა მრავალფეროვნებისთვის კარგია. ასევე კარგია ხალხისთვისაც, რადგან ჩვენ პოლიტიკაში ახალი თაობა გვჭირდება. ახალი თაობა, რომელსაც არ აქვს წარსულის ცოდვები, თანამედროვე ხედვები აქვს. თუ ამ წუთისთვის არა, სამომავლოდ ეს მისი პოლიტიკური კარიერისთვის ძალიან კარგი სტარტი იქნება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისი განმარტებით, ბიბილაშვილს ძალიან ბუნდოვანი შანსები აქვს. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ „ლელოს“ კანდიდატის მაქსიმუმი ხუთეულში მოხვედრა იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ლელომ“ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე დაასახელა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია