გია ვოლსკი - ევროკავშირის დახმარებას საქართველო მიიღებს, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა

ევროკავშირის დახმარებას საქართველო მიიღებს, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შარლ მიშელის განცხადებას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ევროკავშირში ქვეყნის პოზიციების განმტკიცება სწორედ ამ რეფორმებზეა დამოკიდებული, რომელზეც შარლ მიშელიც საუბრობს. ვოლსკის განმარტებით, რეფორმების დიდი ნაწილი წარმატებით არის შესრულებული.

„პოლიტიკური სპეკულაციების მოყვარულებისთვის რეფორმების მოთხოვნა იქნება ისეთი უცხო რამ, რომ თითქოს არ გაუგიათ, რომ ევროკავშირში ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო გამყარება და საბოლოო ჯამში წევრობა ეფუძნება რეფორმების მთელ რიგ ეტაპებს, რომლის დიდი ნაწილი არის წარმატებით შესრულებული და ჩვენ გვაქვს საკმაოდ მყარი პოზიციები, როგორც ასოცირებულ წევრს ევროკავშირის, ასევე თავისუფალი ვაჭრობის მქონე და თავისუფალი გადაადგილების მქონე ქვეყანას. აქედან გამომდინარე, შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ საქართველოს არასდროს ჰქონია ევროკავშირის ფორმატში ასეთი მძლავრი პოზიციები, როგორიც დღეს აქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეფორმები უნდა შეჩერდეს ყველა დარგში, მათ შორის სასამართლო, საგანმანათლებლო სისტემაში თუ სხვა სფეროებში რეფორმები მიმდინარეობს და იქნება გაცილებით უფრო მყარი ჩვენი პოზიცია, როცა 2024 წელს გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე.

რასაკვირველია, ევროკავშირის საკმაოდ მნიშვნელოვანი დახმარება ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტისთვის ძალიან მძიმე მოსასმენია და თუ ეს განხორციელდება რასაკვირველია, საკმაოდ მძიმე იქნება პოლიტიკური პოზიცია იმ პოლიტიკური სუბიექტების, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, რომ საქართველო უნდა დაისაჯოს, რომ საქართველოს უნდა დაუწესდეს სანქციები, ამასთან დაკავშირებით ინტერპრეტაცია მუდმივად მოხდება. ევროკავშირის დახმარებას საქართველო მიიღებს როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა და მოწინავე არა მარტო რეგიონში,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ გავიდა „ქართული ოცნება“ მიშელის დოკუმენტიდან და აღნიშნა, რომ დოკუმენტს ოპონენტები არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის საწინააღმდეგოდ იყენებდნენ.

„რეალურად შეიქმნა გარემო, როცა „ნაცმოძრაობა“ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია გადავიდა პირდაპირ საბოტაჟის რეჟიმზე, რათა დესტაბილიზაციისთვის შეექმნა სათანადო პირობები, შარ მიშელის დოკუმენტის გამოყენება ამისთვის გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი დესტაბილიზაციის მომხრეთა და მოსურნეთა ხელში. ეს არის რეალობა და ამის გათვალისწინებით გადაწყვიტეთ, რომ გამოვიდეთ დოკუმენტიდან, სადაც გარკვეულ ვალდებულებებს ვიღებთ, როცა არც ერთი ოპონენტი მცირე გამონაკლისის გარდა, არათუ არ იღებს, არამედ პირიქით იყენებს იმისათვის, რომ მექანიზმები გაეზარდოს დესტაბილიზაციისთვის,“- განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო